რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა

15:03, 11.12.2019

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა.

როგორც ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ერთ-ერთ მამაკაცს პოლიტრავმა აღენიშნება.

მეორე დაშავებულს პირველადი ინფორმაციით, გულმკერდისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აქვს მიღებული.

მსგავსი