რუსთავში სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:55, 10.07.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები რუსთავში მოქალაქის კუთვნილი სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი