რუსთავში სახანძროს ყოფილ შენობაში ახალგაზრდებისთვის მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები მოეწყობა
რუსთავში სახანძროს ყოფილ შენობაში ახალგაზრდებისთვის მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები მოეწყობა

რუსთავში ყოფილი სახანძრო დანიშნულების ისტორიული შენობა ახალ ფუნქციას იძენს. რესტავრირების შემდეგ მასში განთავსდება მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები, რომლებიც ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს დაეთმობა და ხელს შეუწყობს მათ შემოქმედებით განვითარებას.

პროექტის მიზანია, შენობა კრეატიული ახალგაზრდებისთვის რუსთავის კულტურულ ჰაბად იქცეს.

შენობის გახსნას „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე დაესწრო, რომელიც პროექტის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული.

ნინო ლაცაბიძის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ რუსთავში ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა.