რუსთავში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
რუსთავში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

რუსთავში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, დეკორატიული განათებების მონტაჟი.

კერძოდ, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 400 000 ლარია.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.