რუსთავში მოქალაქეებმა ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს
რუსთავში მოქალაქეებმა ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს

რუსთავში მოქალაქეებმა მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს.

საპროტესტო აქცია მოქალაქეებისა და სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილი, სადაც საწარმოს მშენებლობა იგეგმება დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.

„იმ ფონზე, როცა ქალაქში ჰაერი უკვე არსებული საწარმოებით სისტემატურად ბინძურდება, ახალი საწარმოს მშენებლობას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. მათივე თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და მშენებლობას არ დაუშვებენ.

დატოვე კომენტარი