რუსთავში მაღაზია გაქურდეს
რუსთავში მაღაზია გაქურდეს

რუსთავში გუშინ გვიან ღამით „ბიუ ბიუს“ მაღაზია გაქურდეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მძარცველებმა მაღაზიაში ფანჯრიდან შეაღწიეს. წაღებულია თანხა, რომელიც სალაროში ინახებოდა.

როგორც გამყიდველი აცხადებს, მაღაზიაში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომლის ჩანაწერშიც კარგად ჩანს, როგორ გაქურდა სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა ობიექტი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.