რუსთავში „კოვიდ 19“-ით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში „კოვიდ 19“-ით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში „კოვიდ 19“-ით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც კლინიკა „რუსთავის“ სამედიცინო ხელმძღვანელმა, ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, მას არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები.

„10 დეკემბერს შემოიყვანეს. პაციენტს გაუკეთდა ტესტი და დაუდგინდა კორონავირუსი. კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ფილტვები თითქმის 100 პროცენტით დაზიანებული იყო. თავიდანვე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. მკურნალობის კურსი პირველივე წუთიდან შეთანხმდა კლინიკურ ჯგუფთან. სამწუხაროდ, პაციენტი გუშინ გარდაიცვალა“, – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

მისივე თქმით, მამაკაცს მანამდე კლინიკა „რუსთავისთვის“ არ მიუმართავს, რადგან ოჯახის ექიმთან მკურნალობდა.