რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ

09:57, 03.05.2020

რუსთავში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ. გამოკვლეული ხუთი ახლო კონტაქტიდან ყველას პასუხი უარყოფითია.

ვირუსი არ დაუდასტურდა მამაკაცის მშობლებს, ბიძასა და ახლო მეგობრებს.

ინფექციონისტები კიდევ ორი ახლო კონტაქტის პასუხებს ელიან.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 582 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 207 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი