რუსთავში, კომპანია „ინტერტრანსის“ ოფისიდან ფული მოიპარეს
რუსთავში, კომპანია „ინტერტრანსის“ ოფისიდან ფული მოიპარეს

რუსთავში, კომპანია „ინტერტრანსის“ ოფისი გაქურდეს. ოფისიდან 30 ათასი ლარია წაღებული. როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, შემთხვევა 19 ნოემბერს, ღამით მოხდა.

დაუდგენელმა პირებმა შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს. დაზიანებულია რკინის ჟალუზი, შემთხვევის დროს შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა დაზიანებული იყო.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.