რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება
რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას 20 მაისის ჩათვლით აგრძელებს. უწყების ცნობით, გაფართოვდა გეოგრაფიული არეალიც, განაცხადის გაკეთება ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

ამასთან, პირველი აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, სააგენტო რუსთავში განსახლების მოთხოვნით ვეტერანი დევნილებისა და მათი ოჯახების განაცხადების მიღებას იწყებს. განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლსა და სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, სააგენტოს უკვე გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსთავში, სადაც, უახლოეს მომავალში, 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.