რუსთავში „ევროპული საქართველოს“ 30-მდე წარმომადგენელი პარტიას გაემიჯნა
რუსთავში „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები, აგიტატორები და შტაბის ხელმძღვანელი პარტიას და პარტიის მიერ მხარდაჭერილ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ემიჯნებიან.
პარტიის რამდენიმე წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგი რუსთავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართა. „ევროპულ საქართველოს“ დღეს 30-მდე ადამიანი გაემიჯნა.
მათი განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ.