რუსთავში ეთნოგრაფიული ფესტივალი გაიმართა [ფოტოამბავი]
რუსთავში ეთნოგრაფიული ფესტივალი გაიმართა [ფოტოამბავი]

რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში ეთნოგრაფიული ფესტივალი გაიმართა. ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი  დეკორაციები მოეწყო, სადაც მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნება ნებისმიერ სტუმარს შეეძლო.

ფესტივალზე გამოფენილი იყო ქართული რეწვის, თექისა და ხატწერის ნიმუშები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები.

რუსთაველების გარდა ეთნოფესტივალმა რუსთავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებს უმასპინძლა. ღონისძიებას ქალაქისა და მხარის პირველი პირები ესწრებოდნენ.

ფესტივალი რუსთავში რუსთავქალაქობის ფარგლებში მოეწყო.

წელს ქალაქი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.