რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

11:10, 13.06.2019

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი