რუსთავში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი მიმდინარეობს
რუსთავში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი მიმდინარეობს

რუსთავში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი მიმდინარეობს.

ხვალ, დილის 06:00 საათიდან რუსთავში შემოსვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად იხსნება.

რუსთავის შემოსასვლელებში არსებული ოთხივე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაშლის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესს ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. ადგილზე იმყოფება რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა.

რუსთავი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაიკეტა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსთავთან ერთად ჩაიკეტა თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.

18 მაისს დაანონსებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაც.