რუსთავში THE CHEMICAL BROTHERES-ის კონცერტზე წასვლის მსურველებს თბილისიდან სპეციალური ავტობუსები მოემსახურება
რუსთავში THE CHEMICAL BROTHERES-ის კონცერტზე წასვლის მსურველებს თბილისიდან სპეციალური ავტობუსები მოემსახურება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე THE CHEMICAL BROTHERES-ის დღეს დაგეგმილ კონცერტზე დედაქალაქიდან წამსვლელთა სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დიდი ტევადობის 10 ავტობუსი გამოყო.

ავტობუსები მგზავრებს კონცერტის დამთავრებამდე მოემსახურებიან.

ავტობუსების გასვლა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 16:00 საათიდან დაიწყება.