რუსთავში „აზოტის“ საწარმოს თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, აქციას მართავენ
რუსთავში „აზოტის“ საწარმოს თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, აქციას მართავენ

რუსთავში საწარმო „აზოტის“ შესასვლელთან თანამშრომლები აქციას მართავენ. შეკრებილები ხელფასების 35 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საწარმოში მუშაობას არ გააგრძელებენ.

შეკრებილები ასევე ამბობენ, რომ ხელფასების გაზრდას დაჰპირდნენ, მაგრამ არ შეასრულეს.

„მუშის საშუალო ხელფასი 500-600 ლარია. ვითხოვთ ხელფასის მომატებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დავიშლებით. აქ კარვებს გავშლით. ჯერჯერობით საწარმოს არ ვაჩერებთ. თანამშრომელთა ნაწილი მუშაობს. თუ არ გაითვალისწინეს მოთხოვნები, სხვა გზებს მივმართავთ“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.