რუსთავში სამ უსახელო მოედანს თამარ მეფის, შოთა რუსთაველის და ჟიული შარტავას სახელები ეწოდა
რუსთავში სამ უსახელო მოედანს თამარ მეფის, შოთა რუსთაველის და ჟიული შარტავას სახელები ეწოდა

ქალაქ რუსთავის შემოსასვლელში მდებარე უსახელო მოედანს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლის – თამარ მეფის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ განკარგულება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად ახალი სახელწოდება აქვს კიდევ ორ მოედანს. ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ჟიული შარტავას ბიუსტის წინ მდებარე უსახელო მოედანს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ხალხთა მეგობრობის გამზირის და ვლადიმერ მესხიშვილის/ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთაზე არსებულ უსახელო მოედანს კი, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის – შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება დღეს, 25 აპრილს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.