რუსთავმა საქართველოს სუპერლიგის ვასრკვლავთა მატჩს უმასპინძლა [ვიდეო] #1TVSPORT
რუსთავის საკალათბურთო დარბაზმა საქართველოს სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩს უმასპინძლა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართველთა და ლეგიონერთა გუნდები. როგორც ყველა „ოლ სტარი“, ეს მატჩიც სანახაობრივი გამოდგა და ადგილობრივების გამარჯვებით დასრულდა.
ადგილობრივები-ლეგიონერები 113:111
35:38, 36:26, 18:23, 24:24
ადგილობრივები: ბულაშვილი (17ქ, 7პ), მაზიაშვილი (15ქ), ლონდარიძე (11ქ), პატაშური (30ქ, 7მ), სულხანიშვილი (1ქ), ბერიშვილი (3ქ), ლომოური, ლობჯანიძე (2ქ), ბექაური (13ქ, გოგუა 4ქ), ბულიავა (11ქ), ოჩხიკიძე (5ქ).
ლეგიონერები: მაკნილი (22ქ), ფორესტი (5ქ), დენიელსი (8ქ), კროფტი (9ქ, 7მ), რიდლი (15ქ, 9პ), უეირი, რეი (23ქ), დიგსი (7ქ), ნიუტონი (6ქ), სეშენი (8ქ), გილსონი (6ქ, 9პ), ლინჩი (2ქ).
„ოლ სტარის“ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გუგა პატაშური, რომელმაც 23 წუთში 30 ქულა მოაგროვა.
ეფექტური გდებებით დაგვამახსოვრა თავი და ჩატენვების კონკურსს გამარჯვებული გახდა კაილ რიდლი.
სამქულიანების კონკურსი მოიგო მიხეილ ბერიშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრებშიც გამორჩეულია პერიმეტრიდან ტყორცნებში.