„რუსთავმა“ სამი მოთამაშე დაიბრუნა - სიჭინავამ მარტვილი დატოვა
„რუსთავმა“ სამი მოთამაშე დაიბრუნა - სიჭინავამ მარტვილი დატოვა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის „რუსთავმა“ იმ ფეხბურთელების დაბრუნება დაიწყო, რომლებიც ზამთარში იჯარით სხვა კლუბებში გაუშვა.

სიაშია მარტვილის „მერანის“ განათხოვრებული შემტევი ნახევარმცველი დათა სიჭინავა, ასევე „შევარდენში“ გადასული ცენტრალური მცველი ვარლამ კილასონია და საყრდენი ნახევარმცველი ავთანდილ გუჯაბიძე.

რუსთაველებმა სეზონის დაწყებამდე ლამის 30 მოთამაშე მიიწვიეს. ცხადია, ყველა ვერ თამაშობდა და ეს მოთამაშეები დროებით გაშვებულთა შორის აღმოჩდნენ, მათ შორის, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დათა სიჭინავა. ის 2017 წელს საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა და ეროვნულ ლიგაში „რუსთავის“ გადმოყვანაში დიდი როლი ითამაშა. მაგრამ წელს გუნდს მთავარ მწვრთნელად ვლადიმირ გაზაევი დაუნიშნეს, რომელიც არ ათამაშებდა და გუნდის დატოვება მოუხდა.