ეროვნულ ლიგა 2-ში მე-19 ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებითაც „რუსთავმა“ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
პირველადგილოსანი „რუსთავი“ თბილისში მეორე პოზიციაზე მყოფ „დინამოს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. ანგარიში პენალტით ვარლამ კილასონიამ (26) გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე თავი მოჰამედ სილამ გამოიჩინა.
ბოლნისის „სიონმა“ კი სართიჭალაში „შტურმი“ 1:0 დათა სიჭინავას (45+1) გოლით დაამარცხა და „დინამო თბილისთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა. „ლოკომოტივმა“ კი გასვლაზე „სპაერს“ სძლია და აუტსაიდერთა ზონასთან სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა.
„რუსთავმა“ 37 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ (33) 4 ქულით ასწრებს, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ „სიონს“ (32) საგარეჯოს „გარეჯი“ სამი ქულით ჩამორჩება.
მე-19 ტური
სპაერი 0:5 ლოკომოტივი
შტურმი 0:1 სიონი
დინამო-2 თბ 0:2 რუსთავი
ვიტ ჯორჯია 1:1 ხობის კოლხეთი
გარეჯი 2:0 არაგვი