„რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11 თებერვალს მარნეულის რაიონში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის ქვესადგურზე „გარდაბანი 500“ გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ კომპანია „რუსთავის წყლის“ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც 11 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქ. გარდაბანს.

კომპანია „რუსთავის წყალი“ 11 თებერვალს დღის განმავლობაში მოსახლეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებს წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.

ქვესადგურზე პროფილაქტიკური სამუშაოების მეორე ეტაპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 21 თებერვალს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას კომპანია რუსთავის წყალი დამატებით წინასწარ გაავრცელებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“, – აღნიშნულია კომპანია „რუსთავის წყლის“ განცხადებაში.