რუსთავის მერია მოქალაქეებს მედიკამენტებითა და ბავშვთა კვების პროდუქტებით დაეხმარება
რუსთავის მერია მოქალაქეებს მედიკამენტებითა და ბავშვთა კვების პროდუქტებით დაეხმარება

რუსთავის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც მედიკამენტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტის შეძენის პრობლემა აქვთ, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ, პროდუქციას სახლში მიუტანენ. პროექტი, რუსთავის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების ფარგლებში არსებული მედიკამენტებით დახმარების პროგრამის პარალელურად ხორციელდება და პანდემიის ფონზე შექმნილი სიტუაციის გამო, ბენეფიციარის შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით არ ხდება.

პროგრამა მერის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და ქალაქის ამბულატორიებიდან, ელექტრონულად მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოქმედებს.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ პარალელურად, გრძელდება საკვებით დახმარების კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერია 13 000-ზე მეტ რუსთაველს უკვე მოემსახურა.