რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სადაც დღეს ოპოზიციის აქცია იგეგმება, ხმაური იყო
რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სადაც დღეს ოპოზიციის აქცია იგეგმება, ხმაური იყო

რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სადაც დღეს ოპოზიციის აქცია იგეგმება, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

შელაპარაკება მოხდა აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცველებს შორის.

პოლიციამ ციხის წინ სცენის აწყობის უფლება აქციის ორგანიზატორებს არ მისცა.

როგორც ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს უფროსმა განმარტა, ციხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაწესებულების წინ ამის უფლებას ვერ მისცემდნენ და ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს, კერძოდ, რუსთავი-გარდაბნის გზაზე, იქ, სადაც წინა დღეებში აქცია იმართებოდა.

თავდაპირველად სამართალდამცავებს ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ, რის შემედგაც პოლიციამ მათ აპარატურის ნაწილი ჩამოართვა. ადგილზე მოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი, რომლებიც საბოლოოდ შეთავაზებას დასთანხმდნენ.