„რუსთავის“ ხელმძღვანელები კრიშტიანო რონალდოს აკადემიას ესტუმრნენ #1TVSPORT

01:18, 21.07.2026

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ხელმძღვანელობა ლისაბონში კრიშტიანო რონალდოს აკადემიას და „სპორტინგს“ ესტუმრა.

ქართული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პორტუგალიური ვარსკვლავის აღმზრდელი აკადემიის გუნდის მენეჯმენტთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ამას წინ უძღოდა „სპორტინგის“ საერთაშორისო კემპი SPORTING ITC Georgia, რომელიც საქართველოში მიმდინარე ივნისში გაიმართა. მაში 70-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

მათგან 5 საუკეთესო პორტუგალიაში, „სპორტინგის“ საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა, სადაც პროფესიონალურ გარემოში, ევროპული ფეხბურთის ეპიცენტრში უნიკალური გამოცდილება მიიღეს.

მსგავსი