რუსთავის „ხარებმა“ პირველ ადგილზე გადაინაცვლა
რუსთავის „ხარებმა“ პირველ ადგილზე გადაინაცვლა

რაბის ეროვნულ ჩემპიონატში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. რუსთავის „ხარებმა“ მარნეულის „არმაზი“ ანგარიშით 33-10 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეხვედრაში რუსთაველებმა 5 ლელო გაიტანეს.

მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმით გახსნეს. პირველი ქულები „არმაზს“ გივი ცინცაძემ შესძინა. 33-ე წუთზე სტუმრებმა პირველი ლელო დადეს, თავი ნიკა კევლიშვილმა გამოიჩინა, ვაჟა ხუციშვილმა კი გადრდასახვა ზუსტად შეასრულა.
შეხვედრის მეორე ნახევარის განახლებიდან რამდენიმე წუთში, მეორე ლელო ირაკლი ჩომახაშვილმა დადო. მალევე „არმაზი“ საკუთარი ლელოს ხაზთან დაჯარიმდა. „ხარებმა“ შერკინება აირჩიეს, რაშიც ძირითადად უპირატესობას ფლობდნენ და ლელოს გატანაც მოახერხეს. თავისი პირველი ლელო ჟორა მღებრიშვილმა გაიტანა. ამჯერად ვაჟა ხუციშშვილის გარდასხვა არაზუსტი გამოდგა.
მატჩის დარჩენილ დროში „ხარებმა“ კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს. მასპინძლებმა კი მეტოქეს ერთი ლელოთი უპასუხეს. „არმაზის“ ჩათვლის მოედანი ჯერ ხუციშვილმა აიღო და თავისივე ლელო გარდასახა.
69-ე წუთზე არმაზმა ხელით კარგი შეტევა განახორციელა და გიორგი ნავროზაშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, საბა ნიკოლავამ კი ზუსტად გარდასახა. მალევე 5-მეტრიანი შერკინებიდან მრებრიშვილმა დუბლი შეასრულა და ხუციშვილმაც საბოლოო შედეგი 10:33 დააფიქსირა.
მე-7 ტურის შეხვედრები
არმაზი-ხარები 10:33
ლელო -აკადემია 14:13
ლოკომოტივი- ბათუმი 7:21
აია -ყოჩები 12-12
ჯიქი-იუნკერი 23:18
მე-8 ტურის მატჩების განრიგი
15.11 .2019
17:00 ბათუმი-არმაზი
16.11.2019
17:00 იუნკერი-ხარები
15:00 ყოჩები-ლოკომოტივი
17.11.2019
15:00 აკადემია-აია
17:00 ჯიქი -ლელო