საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაზე მე-9 ტურის დარჩენილი 1 შეხვედრა გაიმართა. „რუსთავმა“ საკუთარ არენაზე „ოლიმპს“ უმასპინძლა და იოლი გამარჯვება იზეიმა (94:59). ამ გამარჯვებით გეორგიოს კაცელიდისის გუნდმა „ოლიმპის“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
მასპინძლები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი 18 ქულით ილია ლონდარიძე გამოდგა. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზე 15 ქულა იყო. მერაბ ბოქოლიშვილმა საკუთარ გუნდს 14 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. „ოლიმპში“ 21 ქულით ყველაზე შედეგიანი რევაზ როგავა გამოდგა. ნიკა რამიშვილის ანგარიშზე 11 ქულაა.
სუპერლიგის მომდევნო, მე-10 ტურის მატჩები 13, 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.