რუსთავის გზატკეცილისა და გაბაშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რუსთავის გზატკეცილისა და გაბაშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რუსთავის გზატკეცილისა და გაბაშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას მოიცავს.

„დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისში, რუსთავის გზატკეცილის №257, №259 და №261-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

ასევე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დილის 10:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, გაბაშვილის ქუჩის №1, №2, №3, №4 და №5-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.