რუსთავის ცენტრალური პარკი გაიხსნა
რუსთავის ცენტრალური პარკი გაიხსნა

დღეიდან რუსთავის ცენტრალური პარკი გაიხსნა. პარკში გასეირნების მსურველებს, რეკრეაციულ სივრცეში ჩასვლა, კომენდატის საათით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა, დღეიდან ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ქალაქის ცენტრალური პარკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ვიზიტორებისთვის, 28 მარტიდან, თითქმის ორი თვის განმავლობაში იყო დახურული.

რეკრეაციული სივრცე დამსვენებლების მისაღებად, „რუსთავსერვის ცენტრმა“, რამდენიმე დღის წინ მოამზადა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, სანიტარულად დაამუშავა სკამები და ბავშვთა ატრაქციონები.

ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებს ,„რუსთავსერვის ცენტრი“.