საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა და თურქეთში გაემგზავრა. გუნდი სიდეში, სასტუმრო „სენსე დე ლუქს ჰოტელში“ (The Sense De Luxe Hotel) დაბინავდა. შეკრება 12-დღიანია და 23 თებერვალს დასრულდება.
თურქეთში „რუსთავის“ სამწვრთნელო შტაბმა შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:
მეკარეები: სოსო ქარდავა, გოგი კულუა
მცველები: ცოტნე კაპანაძე, აკაკი ხუბუტია, დავით კვირკველია, გიორგი ბუგულოვი, გიორგი ლომიძე, ზურაბ გიგაშვილი, ლუკა გადრანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, სოსლან ტაკულოვი.
ნახევარმცველები: ლუკა სილაგაძე, ლუკა ზვიადაძე, პაატა კიტეიშვილი, პაპუნა ფონიავა, ლაშა ქოჩლაძე, ავთანდილ გუჯაბიძე, თემურ ჩოგაძე, საბა ნადირაძე.
თავდამსხმელები: ზაზა ციცქიშვილი, ირაკლი შეყილაძე, ბექა ქავთარაძე.
„რუსთავი“ თურქულ შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს. გუნდის მეტოქეები იქნებიან: „ნავბაჰორი“ (უზბეკეთი), მინსკის „ლუჩი“ (ბელარუსი), „დესნა“ (უკრაინა) და კოვალივკას „კოლოსი“ (უკრაინა).