„რუსთავი“ თურქეთშია - ოთხი სპარინგი მოსამზადებელი ეტაპზე
„რუსთავი“ თურქეთშია - ოთხი სპარინგი მოსამზადებელი ეტაპზე

საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა და თურქეთში გაემგზავრა. გუნდი სიდეში, სასტუმრო „სენსე დე ლუქს ჰოტელში“ (The Sense De Luxe Hotel) დაბინავდა. შეკრება 12-დღიანია და 23 თებერვალს დასრულდება.

თურქეთში „რუსთავის“ სამწვრთნელო შტაბმა შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: სოსო ქარდავა, გოგი კულუა

მცველები: ცოტნე კაპანაძე, აკაკი ხუბუტია, დავით კვირკველია, გიორგი ბუგულოვი, გიორგი ლომიძე, ზურაბ გიგაშვილი, ლუკა გადრანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, სოსლან ტაკულოვი.

ნახევარმცველები: ლუკა სილაგაძე, ლუკა ზვიადაძე, პაატა კიტეიშვილი, პაპუნა ფონიავა, ლაშა ქოჩლაძე, ავთანდილ გუჯაბიძე, თემურ ჩოგაძე, საბა ნადირაძე.

თავდამსხმელები: ზაზა ციცქიშვილი, ირაკლი შეყილაძე, ბექა ქავთარაძე.

„რუსთავი“ თურქულ შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს. გუნდის მეტოქეები იქნებიან: „ნავბაჰორი“ (უზბეკეთი), მინსკის „ლუჩი“ (ბელარუსი), „დესნა“ (უკრაინა) და კოვალივკას „კოლოსი“ (უკრაინა).