რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ცხვრებით სავსე სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ცხვრებით სავსე სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალასთან, სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა.

ავტომობილით რამდენიმე ასეული ცხვარი გადაჰყავდათ. შემთხვევის შედეგად ასამდე ცხვარი დაიხოცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ეს მე-10  მუხლით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ამასთან, მომხდარის გამო, რუსთავის გზაზე მოძრაობა გართულებულია.