თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.
აქციის წამყვანმა, მიშა მშვილდაძემ გამოსვლისას გიორგი გახარიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები მომოიხილა. მშვილდაძის თქმით, აქციის მონაწილეები არ ენდობიან 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შედეგებს იმ პირობებში, როცა გახარია პოსტზე რჩება.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ხვალ, საღამოს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.