რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

21:20, 15.11.2019

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დღევანდელ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. პოლიციამ აღნიშნული მოქალაქე ტერიტორიას გაარიდა.

რუსთაველზე შეკრებილების მოთხოვნებია გარდამავალი მთავრობის ფორმირება, ცესკო-ს ხელახლა დაკომპლექტება და ვადამდელი პროპორციულ არჩევნები.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მსგავსი