რუსთაველის თეატრში ინკლუზიური თეატრალური დასის – „გლობუსის“ სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

22:43, 30.03.2018

ინკლუზიური თეატრალური დასის, „გლობუსის“, სპექტაკლის – „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროში“, პრემიერა რუსთაველის თეატრში გაიმართა.

დადგმის მთავარი გმირი „ალისა” ქვეცნობიერში მოგზაურობისას ეტაპებს გადის და სხვადასხვა განცდასთან შეხება უწევს – შიშთან, ემოციასთან, ტკივილთან, იმედთან.

ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრალური დასი – „გლობუსი“ 2015 წელს დაარსდა. დასში გაერთიანებულია 20 ადამიანი, რომელთა შორის 15-მდე მსახიობი სპეციალური საჭიროების მქონე პირია. მათი ასაკი 14-დან 30 წლამდეა (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, უსინათლო, თალასემია და ა.შ.).

დასში ასევე გაწევრიანებული არიან ტიპური განვითარების მსახიობები და ხელოვანები.

მსგავსი