„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო
„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო

„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტზე, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ასევე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე გამოკითხვაზეა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, რომელიც მეტროში მომხდარს შეესწრო და ვიდეო გადაიღო.

„რუსთაველის“ მეტროში, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.