რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა

23:25, 06.11.2025

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობა გამართეს, რის შემდეგაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.

აქციის მონაწილეებს მსვლელობის გაგრძელება გზის სავალ ნაწილზე სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც შსს-ს წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის უთანხმოება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა ორი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მსგავსი