რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები წყლის ჭავლს იყენებენ.

წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა გამოიყენეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზის კაფსულებიც.

აქციის მონაწილეთა მიმართ პერიოდულად ისმის გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალიც, რომელიც მათ დაშლისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ნაწილი დააკავეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთს, მათ შორის მინის ბოთლებს ისროდნენ.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.