რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა.

ისინი პარლამენტის შენობის ეზოში შეჭრას ცდილობენ, რასაც პოლიცია წინააღმდეგობას  უწევს. მანადე კი, აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია აცხადებდა, რომ „თუ ერთი საათის განმავლობაში არ გადადგებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღანელი ვახტანგ გომელაური, ისინი პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევიდოდნენ“.

განცხადება გააკეთა გიგი უგულავამაც – „საქართველოში ცვლილებების დრო დადგა. ცვლილებები ხდება არჩევნებით, რომ არ მოგვპარონ არჩევნები, ამიტომ უნდა გადადგეს სამი პატიოსანი გვამი – კობახიძე, გახარია, გომელაური. თუ არადა, მერე ინანებს ის, ვინც ინანებს ბოლოს. დაშლას არ ვაპირებთ, ან მივაღწევთ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს, ან ნუ გამოცდი, ივანიშვილო, ჩვენ მოთმინებას, არ გაპატიებთ, რომ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გამოგვაცხადე. არც ერთი პოლიციელი ჩვენ წინააღმდეგობას არ გაგვიწევს. კარგად დაიმახსოვრე ეს, გახარია“

„მოამბის“ უწყვეტი ეთერი.