რუსთაველის გამზირზე, ორი შენობის ფასადიდან ავარიული ელემენტები ჩამოხსნეს
რუსთაველის გამზირზე, ორი შენობის ფასადიდან ავარიული ელემენტები ჩამოხსნეს

რუსთაველის გამზირის N34-სა და N36-ში მდებარე შენობების ფასადიდან ავარიული ელემენტები მოიხსნა. ამის შესახებ პირველ არხს მთაწმინდის გამგეობიდან აცნობეს.

მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რაიონის გამგეობამ დაზიანებული ელემენტების ფრაგმენტულად ჩამოშლის გამო მიიღო, რასაც შესაძლოა, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა.

ფასადის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ადგილზე რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გამგეობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ რომ რუსთაველის გამზირზე, 36 ნომრის ფასადიდან ბათქაში გუშინ ჩამოვარდა.