რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დასრულდა
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დასრულდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დასრულდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო აქციების შესახებ მხარდამჭერებს რამდენიმე დღეში მიაწვდის ინფორმაციას.

„დიდი მადლობა ეროვნულ სამსახურში ყოფნისთვის, გადაჭარბების გარეშე, ასეთ საქმეს ვართ ახლა ჩვენ შეჭიდებულები, ეს ბრძოლა არც ერთი ჩვენგანისთვის, არავითარ შემთხვევაში არ არის დამღლელი. ეს ბრძოლა არის ტაქტიკური და ჩვენ ბუნებრივია, მოგვიწევს არაერთხელ შეკრება, სხვადასხვა ფორმატში და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირი იქნება შეკრების ადგილი. ახლა ბევრი ჩვენი მეგობარი სხვადასხვა ქალაქიდან არის ჩამოსული და უნდა დაუბრუნდნენ კომენდანტის საათის დაწყებამდე ადგილებს. ამ დღეებში ხვალ, ზეგ, ჩვენ შეგატყობინებთ ზუსტ თარიღს 17 თუ 18 ნოემბერი, დღე, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, მასთან ერთად იქნება მსოფლიო საერთაშორისო მედია და მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირზე თავყრილობა ცნობილი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვჭირდება ზუსტი საათი და ზუსტი თარიღი, ხვალ, ზეგ ჩვენ ამის თაობაზე ვიქნებით ინფორმირებული და შეგატყობინებთ. დიდი მადლობა გამძლეობისთვის, მადლობა ჟინისთვის. მადლობა მოთმინებისთვის, რომ ჩვენ ჭკუით, პრაგმატულობით და რაციონალიზმით უნდა დავამარცხოთ რეჟიმი,ასე იყო ისტორიულად და ასე იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი