რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მონაწილეთა ნაწილს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ ეძლევა [ფოტო/ვიდეო]

22:20, 23.06.2019

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

აქციის რამდენიმე მონაწილეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

პარლამენტთან შეკრებილების ნაწილი ითხოვეს, რომ აქციაზე პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს ტრიბუნასთან გამომსვლელთა სია უკვე შედგენილია, მათ შეუძლიათ, სიტყვით გამომსვლელთა სიაში ჩაეწერონ და ამის საშუალება ხვალ მიეცემათ.

მსგავსი