რუსთაველის გამზირზე გზა გაიხსნა, ორივე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები [ფოტო/ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე გზა გაიხსნა. პოლიციამ კორდონი გახსნა. ტერიტორიიდან გაიყვანეს ავტობუსებიც, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ყოფდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი იმყოფება.

პარლამენტის წინ გადაინაცვლეს სამართალდამცველებმაც. ორი აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი ყოფს.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პარლამენტის შენობასთან დარჩენას და საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

რუთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.