რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

21:00, 20.04.2024

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, აქციაზე მყოფ ერთ-ერთ პირს „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდად მოხსენიების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციები არ შეწყდება, ვიდრე პარლამენტი არ გაიწვევს კანონპროექტს.

მსგავსი