რუსთაველის გამზირზე აქციაზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, რომელთაც დემონსტრანტები სტვენით შეხვდნენ

21:25, 21.06.2019

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ სპეცრაზმელები გამოჩნდნენ. ისინი პარლამენტის შესასვლელთან განლაგდნენ.

აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ.

პარლამენტთან აქციაზე გამომსვლელები გუშინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

მსგავსი