რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება
რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციისთვის ემზადებიან.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი აქცია მასშტაბური იქნება.

მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე სიტყვით მიმართავენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე იქნება მუსიკალური ნომრებიც.

„დღეს ერთი თვე სრულდება, რაც ჩვენ აქ ვდგავართ იმ საზარელი ღამის შემდეგ. დღეს ჩვენ კარგად შევაჯამებთ ამ განვლილ ერთ თვეს, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, ჩვენ რამდენად გავართვით თავი ამ ამოცანებს და ა. შ. ვრჩებით პარლამენტის წინ, რადგან სცენა ნამდვილად დატვირთული იქნება გამომსვლელებით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გეგა სალუქვაძემ.