რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა, ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახური მუშაობს
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა, ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახური მუშაობს

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა. ახლა ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

აქციის მერვე დღემ ძალოვნებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ასევე, ძალოვნების მხრიდან არ იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ასევე ითხოვენ იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც მიმდინარე აქციების დროს სამართალდამცველებმა დააკავეს.