რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალების უკან განთავსებულმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჭიჭინაძის ქუჩა დატოვეს, ასევე ტერიტორიიდან სპეცტექნიკა გაიყვანეს, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ოპერის თეატრის მიმართულებით დაიწყეს.
დღევანდელი აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. რამდენჯერმე იყო მცირე დაძაბულობა, თუმცა სერიოზული დაპირისპირება არ მომხდარა.