რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ მიემართებიან
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები შეძახილებით „არა რუსულ ფრენებს“, „არა რუსულ რეჟიმს“ გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, დღევანდელი აქცია სიმბოლურად სწორედ გმირთა მოედანზე დასრულდება.

მისივე თქმით, დღეს „ყვარლის ტბაზე“ დაკავებულების გათავისუფლებისა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმების მოთხოვნებით აქციები გაგრძელდება.

„ჩვენ თუ ბევრი აქტიური მოქალაქე არ გავხდით, ბევრი ქართული ხმა არ გავაგონეთ ამ რუსულ ხელისუფლებას, ისე გამორიცხულია ყველაფერი. ამიტომ ჩვენი ხვეწნა, მუდარა არის ის, რომ ყველა გახდეს ამ ქვეყნის მცველი. ყველა გახდით ამ ქვეყნის ჯარისკაცი. საქართველოს ჯარისკაცობა დღეს არის აქტიური მოქალაქეობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.