რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს 
რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს.

აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქციაზე იქნება გამოსვლები და რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსი. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ავტომანქანები ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად, სტიკერები დააკრეს. სტიკერებს შორის მანძილი დახლოებით ორი მეტრია. აქციის მონაწილეებს, მოუწოდებენ, რომ სტიკერებზე დადგნენ, რათა სოციალური დისტანცია დაიცვან.

აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე განთავსდებიან. ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები.

აქციაზე გამოსვლები ჯერ არ დაწყებულა.

აქციის მიმდინარეობა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.