რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური დანიშნულების რაზმმა და სპეცტექნიკამ დატოვა, ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე რჩება

04:28, 05.12.2024

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური დანიშნულების რაზმმა და სპეცტექნიკამ დატოვა. ადგილზე აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება, გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

აქციის მეშვიდე დღემ ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების გარეშე ჩაიარა.

დემონსტრანტებს სპეცრაზმის წევრების მისამართით პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ, ასევე, ძალოვანების მხრიდან არ იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები რჩებიან.

მსგავსი